“სასულიერო მაღალჩინოსნებს თავიანთი გასაჭირი, თავიანთი ინტერესი და საგონებელი გაუჩნდათ – ვინ იქნება საქართველოს ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი” – რომან გოცირიძე — Cnoba

პარალელი სიახლე 24 Mar 2026, 08:31

სააგენტო "პარალელი" “სასულიერო მაღალჩინოსნებს თავიანთი გასაჭირი, თავიანთი ინტერესი და საგონებელი გაუჩნდათ – ვინ იქნება საქართველოს ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი” – რომან გოცირიძე პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოს საპატრიარქოში დღეისათვის შექმნილ რეალობაზე საუბრობს: “ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთო, დაახლოებით ასე არის ჩვენი საქმე – დამთავრდა გლოვა, დაგვიბრუნდა ჩვეულებრივი დღეები, როცა ქოცებად და ანტიქოცებად შუაში გახლეჩილი ქვეყანა ტრადიციულ მტრობაში ჩაეფლობა. რაიმე სიახლოვე რომ არ იგრძნონ ადამიანებმა, ამაზე “ოცნების” ხელისუფლება და მისი შხამიანი პროპაგანდისტული […] “სასულიერო მაღალჩინოსნებს თავიანთი გასაჭირი, თავიანთი ინტერესი და საგონებელი გაუჩნდათ – ვინ იქნება საქართველოს ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი” – რომან გოცირიძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“სასულიერო მაღალჩინოსნებს თავიანთი გასაჭირი, თავიანთი ინტერესი და საგონებელი გაუჩნდათ – ვინ იქნება საქართველოს ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოს საპატრიარქოში დღეისათვის შექმნილ რეალობაზე საუბრობს:

ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთო, დაახლოებით ასე არის ჩვენი საქმე – დამთავრდა გლოვა, დაგვიბრუნდა ჩვეულებრივი დღეები, როცა ქოცებად და ანტიქოცებად შუაში გახლეჩილი ქვეყანა ტრადიციულ მტრობაში ჩაეფლობა. რაიმე სიახლოვე რომ არ იგრძნონ ადამიანებმა, ამაზე “ოცნების” ხელისუფლება და მისი შხამიანი პროპაგანდისტული საშუალებები იზრუნებენ. შექმნილ ვითარებაში ეკლესიასაც მიუძღვის თავისი როლი, რომელმაც ხალხი დაივიწყა და ხელისუფლებას მიეყიდა.

იქნებ საკუთარ თავებში ჩაიხედონ მღვდელმთავრებმა და იმ ზღვა ხალზე იფიქრონ, რომლებმაც პატივი მიაგეს პატრიარქს. ქუჩაში ერთად გვერდიგვერდ მდგომი ადამიანების მსგავსი სიმრავლე საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას არ ახსოვს.

სასულიერო მაღალჩინოსნებს თავიანთი გასაჭირი, თავიანთი ინტერესი და საგონებელი გაუჩნდათ – ვინ იქნება საქართველოს ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი. მისი არჩევის ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს რუსეთისგან დამოუკიდებლობის ხარისხი.

ასეთი პატრიარქის არჩევა იქნებოდა ორასწლიანი რუსული გავლენის დასასრულის დასაწყისის მაუწყებელი“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

“სასულიერო მაღალჩინოსნებს თავიანთი გასაჭირი, თავიანთი ინტერესი და საგონებელი გაუჩნდათ – ვინ იქნება საქართველოს ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი” – რომან გოცირიძე
პარალელი


რელევანტური