რუსეთის მიერ ოდესის მახლობლად, სამოქალაქო გემზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა შორის 4 ინდოეთის მოქალაქეა
Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიერ ოდესის მახლობლად, სამოქალაქო გემზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა შორის 4 ინდოეთის მოქალაქეა. „ინდოეთი გმობს მსგავს თავდასხმებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კომერციული გემების მიზანში ამოღება, უდანაშაულო ეკიპაჟის წევრების საფრთხეში ჩაგდება ან ნავიგაციისა და ვაჭრობის შეფერხება თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – ნათქვამია ინდოეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, 19 ივლისს რუსეთმა ოდესასთან ახლოს, გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ მარცვლეულის სავაჭრო გემზე დარტყმა მაშინ განახორციელა, როდესაც გემი პორტს ტოვებდა. უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის დარტყმის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა. The post რუსეთის მიერ ოდესის მახლობლად, სამოქალაქო გემზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა შორის 4 ინდოეთის მოქალაქეა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →