“ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი — Cnoba
“ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება” – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. ოპოზიციონერების წერილზე ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი 25 თებერვლით თარიღდება. „ევროკავშირი ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს ამ მიზნისკენ მუშაობას მოვუწოდებთ. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე ევროკავშირმა მტკიცე რეაგირება მოახდინა და საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა“, – ნათქვამია წერილში. ასევე, წერილში აღნიშნულია, რომ კომისიის წინადადების თანახმად, საბჭომ… The post “ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.