“უვიზო მიმოსვლის შეჩერება, მეორე ეტაპზე, შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე” – ევროკომისიის პრეზიდენტი — Cnoba

Alia სიახლე 26 Feb 2026, 13:16

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, თუ “ქართული ოცნების” მიერ პრობლემები არ იქნება აღმოფხვრილი, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება საქართველოს მთლიან მოსახლეობაზე გავრცელდეს. ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც უზრუნველყოფს შეჩერების ერთგვაროვან გამოყენებას ყველა წევრ ქვეყანაში. მეორე ეტაპზე, შეჩერება შეიძლება გავრცელდეს […] The post “უვიზო მიმოსვლის შეჩერება, მეორე ეტაპზე, შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე” – ევროკომისიის პრეზიდენტი appeared first on .

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, თუ “ქართული ოცნების” მიერ პრობლემები არ იქნება აღმოფხვრილი, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება საქართველოს მთლიან მოსახლეობაზე გავრცელდეს.

 

ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც უზრუნველყოფს შეჩერების ერთგვაროვან გამოყენებას ყველა წევრ ქვეყანაში. 

მეორე ეტაპზე, შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე, თუ საქართველოს ხელისუფლების მიერ პრობლემები არ იქნება აღმოფხვრილი.

წევრი ქვეყნები მსჯელობენ საქართველოში პოტენციური შემდგომი ზომების შესახებ. მართალია, წევრ ქვეყნებს შორის სანქციებზე კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა დისკუსიები გრძელდება იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხზე, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღება წევრი ქვეყნების მიერ საბჭოში,” – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საპასუხოდ. 

ოპოზიციამ  ევროკომისიის პრეზიდენტს შეკითხვით გასულ წელს მიმართა.

The post “უვიზო მიმოსვლის შეჩერება, მეორე ეტაპზე, შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე” – ევროკომისიის პრეზიდენტი appeared first on .


რელევანტური