ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
უამრავი ადამიანი მწერს, უმეტესობა ემიგრაციიდან: შეშინებული არიან მთავრობის და ეროვნული ბანკის განცხადებებით, რომლებიც აიძულებენ კომერციულ ბანკებს არ დაემორჩილონ სანქციებს. ხომ არ გავიტანოთო ანაბრები.
არაფერია საპანიკო. “იმედის” ფული რომც გადარიცხონ უცხოეთში, იქ არავინ მიიღებს. არცერთი ბანკი ამას არ იზამს. თუ წარმოუდგენლად უგუნური ნაბიჯები გადადგეს, თვითონაც მოჰყვებიან ნამსხვრევებში. როცა ფულთანაა საქმე, თვლა იციან.ქართუც და ლიბერთიც კი არ იზამენ ამას.“იმედზე” სხვებმა იგლოვონ. ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, ეს მათი ძალაუფლების მიღმაა.
The post უნდა გამოვიტანოთ, თუ არა, ბანკებიდან ანაბრები? – რომან გოცირიძე appeared first on .