სიახლე

საუდის არაბეთმა იემენში აეროპორტი დაბომბა

მედიაცენტრი

საუდის არაბეთის სამხედრო ავიაციამ იემენის დედაქალაქ სანაას საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტრატეგიულ ობიექტზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. დაბომბვას უკვე გამოეხმაურნენ იემენელი შიიტი ამბოხებულები. „ჰუსიტების“ დაჯგუფების წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა იაჰია სარეამ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ეს ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩება. სარეას შეფასებით, მომხდარი წარმოადგენს აშკარა და უსამართლო აგრესიის აქტს, რის გამოც საუდის არაბეთი მკაცრად დაისჯება. ამ საჰაერო იერიშით რეგიონში არსებული შედარებით მშვიდი, დეესკალაციის პერიოდი ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა. The post საუდის არაბეთმა იემენში აეროპორტი დაბომბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი