განახლდა
დღეს: 1209 სიახლე

საუდის არაბეთმა „ჰუსიტების“ მიერ დაკავებული ქალაქ მოქას აეროპორტი დაბომბა

საუდის არაბეთმა იემენში „ჰუსიტი“ ამბოხებულების მიერ დაკავებული ქალაქ მოქას აეროპორტი დაბომბა. პარალელურად, ოფიციალური თეირანი საუდის არაბეთსა და „ჰუსიტებს“ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. ირანმა ერ-რიადს მოუწოდა, შეწყვიტოს ამბოხებულთა კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული პორტებისა და აეროპორტების…

იხილე სრულად: mcm.ge ↗
Metronome

საუდის არაბეთმა ბალისტიკური რაკეტები მოიგერია – საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გაფრთხილება გაავრცელეს – Reuters

საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ რეგიონის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები მოიგერია, რომელთა ნამსხვრევებიც ენერგეტიკულ ობიექტებთან ახლოს დაეცა, – ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა 28 თებერვალს ირანის…

Timer

საუდის არაბეთმა იემენში ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა

საუდის არაბეთის ლიდერობით მართულმა არაბულმა კოალიციამ იემენში “ანსარ ალას” დაჯგუფების სამხედრო სამიზნეებზე საჰაერო იერიში მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი წითელ ზღვაში საუდის არაბეთის ნავთობტანკერებზე ჰუსიტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს მოჰყვა. კოალიციის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა…

თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა თავდაცვის შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა სამმხრივ თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ცერემონია საუდის არაბეთის ქალაქ მექაში გაიმართა. დოკუმენტს ხელი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა…

საუდის არაბეთმა მექასთან „ჰუსიტების“ დრონი ჩამოაგდო

საუდის არაბეთის თავდაცვის ძალებმა მექას მახლობლად იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდეს. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონის განადგურება მანამ შეძლეს, სანამ იგი წმინდა ქალაქის აკრძალულ საჰაერო სივრცეში შევიდოდა. კოალიციის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მექას უსაფრთხოება „წითელ ხაზს“…

Timer

“ჰუსიტებმა” საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

იემენელი „ჰუსიტების“ ცნობით, საუდის არაბეთში ნედლი ნავთობის მიწოდებისა და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რომლითაც საუდის არაბეთი წითელი ზღვის ნავთობის საექსპორტო ცენტრ იანბუს უკავშირდება. „ჰუსიტების“ სამხედრო წარმომადგენელმა, იაჰია სარიმ განაცხადა, რომ აღნიშნული მოქმედება საუდის…

ერ-რიადისა და მედინას რეგიონებში რამდენიმე თავდასხმის შემდეგ, საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი დროებით დახურა

საუდის არაბეთმა დროებით დახურა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი მას შემდეგ, რაც მასზე ერ-რიადისა და მედინას რეგიონებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მილსადენზე მომხდარი თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თავდასხმებისთანავე…

Metronome

” საუდის არაბეთმა ირანზე ფარული დარტყმები განახორციელა” – Reuters

საუდის არაბეთმა ირანზე მრავალი საპასუხო გაუხმაურებელი დარტყმა განახორციელა, – ინფორმაციას Reuters-ი დასავლელ და ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ი წერს, რომ საუდის არაბეთის თავდასხმები, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი იყო ცნობილი, პირველი შემთხვევაა, როდესაც სამეფომ პირდაპირ…

საუდის არაბეთმა სანას საერთაშორისო აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განახორციელა

„ჰუსიტებმა“, რომლებიც ჩრდილოეთ იემენს აკონტროლებენ, საუდის არაბეთი სანას საერთაშორისო აეროპორტზე დარტყმებში დაადანაშაულეს და პირობა დადეს, რომ საპასუხო იერიშებს განახორციელებენ. „ჰუსიტების“ სამხედრო წარმომადგენელმა იაჰია სარიმ, აეროპორტზე იერიშებს „აშკარა აგრესია“ უწოდა და აღნიშნა, რომ საუდის…

News.ge

Reuters - „ჰუსიტების“ თავდასხმების ფონზე აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატების ნაწილი გაჰყავს

„ჰუსიტების“ თავდასხმების ფონზე აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატიური მისიის ნაწილი და მათი ოჯახის წევრები გაჰყავს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ტომი პიგოტის განცხადებით, დეპარტამენტის გადაწყვეტილებით დიპლომატები მხოლოდ საუდის არაბეთს დატოვებენ.

საუდის არაბეთში ჰუსიტების იერიშების შედეგად 73 ადამიანი დაშავდა

საუდის არაბეთის რამდენიმე ქალაქზე იემენელი ჰუსიტების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, სულ მცირე, 73 ადამიანი დაშავდა. კოალიციის წარმომადგენლის განცხადებით, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების წინააღმდეგ მკაცრი საპასუხო ნაბიჯები გადაიდგმება. „კოალიცია ყველა საჭირო ოპერატიულ ზომას მიიღებს ამ…

Timer

საუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა- Reuters

საუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საუდის არაბეთის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო მოგვიანებით, ერ-რიადის აეროპორტის მახლობლად კვამლი დააფიქირეს. მანამდე, საუდის არაბეთმა ერ-რიადის გარშემო მოსალოდნელი საფრთხის…

Timer

საუდის არაბეთმა დრონებით თავდასხმის გამო “აღმოსავლეთ-დასავლეთის” ნავთობსადენი გათიშა

საუდის არაბეთმა პრევენციული ზომების სახით ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ნედლი ნავთობის მილსადენი გათიშა. ოფიციალური ერ-რიადის ცნობით, გადაწყვეტილება ერაყის ტერიტორიიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ თავდასხმებს უკავშირდება. იერიშის შედეგად, რომელიც…