2026 წლის 25 თებერვლიდან გაერთიანებული სამეფოში მოგზაურობისთვის ელექტრონული ვიზა (eVisa) იქნება საჭირო. ინფორმაციას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, ცვლილება გაერთიანებული სამეფოს სავიზო და საიმიგრაციო სამსახურის (UKVI) მიერ ხორციელდება.
ვიზაზე განაცხადის შევსება კვლავ ონლაინ იქნება შესაძლებელი, ხოლო სავიზო ცენტრში ვიზიტისას მოხდება პირადი მონაცემების დადასტურება.
მგზავრებს ურჩევენ, გამგზავრებამდე შექმნან UKVI ანგარიში და გადაამოწმონ საკუთარი eVisa. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე – gov.uk/evisa.