სტიქია ბრაზილიაში – 32 ადამიანი დაიღუპა — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
26 Feb 2026, 11:32
ბრაზილიის შტატ მინას-ჟერაისში, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, ორი ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქია ჟუის-დე-ფორა, სადაც მეწყერმა 12 სახლი წაიღო და უბა, სადაც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. მაშველები, სულ მცირე 38 ადამიანს ეძებენ, რომლებიც ამ დრომდე უზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან. ათასობით უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანისთვის დროებითი თავშესაფრები იქმნება. მეტეოროლოგების ცნობით, რეგიონში ამ თვეში თებერვლის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტი ნალექი მოვიდა და მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მეტი წვიმაა მოსალოდნელი. The post სტიქია ბრაზილიაში – 32 ადამიანი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.