რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქის საჯარო სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვდრაზე, ქალაქის სკოლებში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრქუტურული პროექტები განიხილეს.
ამ ეტაპზე, რუსთავში მე-6 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სკოლა 700 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი რეაბილიტაცია, 2026 წლის ზაფხულში დასრულდება.
დაგეგმილია ახალი სკოლების მშენებლობაც. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავის N1, N2 და N16 საჯარო სკოლებში, სამუშაოებს ეტაპობრივად დაიწყებს.
საჯარო სკოლების დირექტორებთან გამართულ შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის განვითარების სტრატეგიაზე და იმ მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც რუსთავში 2026 წლის განმავლობაშია დაგეგმილი.