სიახლე

თამარ მეფის მონეტა სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეში აღმოაჩინეს

MegaTV

“სომ­ხე­თის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ამ­ბერ­დის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ექ­სპო­ნა­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა კავ­კა­სი­ის გავ­ლე­ნი­ა­ნი მმარ­თვე­ლის, თა­მარ მე­ფის მო­ნე­ტა…”, – სომ­ხე­თის მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ათა­სო­ბით მომ­ხმა­რებ­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო ქარ­თუ­ლი ფული სომ­ხურ ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში, ამის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, მო­ნე­ტე­ბის ცნო­ბი­ლი მკვლე­ვა­რი მაია პა­ტა­რი­ძე გვი­ამ­ბობს: – ქალ­ბა­ტო­ნო მაია, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ნუ­მიზ­მა­ტი […]

პირველწყარო →
  • რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო ქარ­თუ­ლი ფული სომ­ხურ ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში, ამის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, მო­ნე­ტე­ბის ცნო­ბი­ლი მკვლე­ვა­რი მაია პა­ტა­რი­ძე გვი­ამ­ბობს:

– ქალ­ბა­ტო­ნო მაია, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ნუ­მიზ­მა­ტი ბრძან­დე­ბით, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მსოფ­ლიო მო­ნე­ტე­ბის “მოგ­ზა­უ­რო­ბა­საც” იც­ნობს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო თა­მარ მე­ფის დრო­ინ­დე­ლი მო­ნე­ტა ამ­ბერ­დის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში, რო­დე­საც სომ­ხებს სა­კუ­თა­რი მო­ნე­ტა ჰქონ­დათ?

– ამ პე­რი­ო­დის ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბი (და არა მხო­ლოდ ამ პე­რი­ო­დის) მთელ კავ­კა­სი­ა­შია ნა­პოვ­ნი, რაც კავ­კა­სი­ურ ეკო­ნო­მი­კა­ში მის დო­მი­ნან­ტურ როლს ადას­ტუ­რებს. სომ­ხე­თის ამ­ბერ­დის ცი­ხე­სი­მაგ­რე­შიც მისი პოვ­ნა არ არის გა­საკ­ვი­რი. მო­ნე­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა თა­ვის­თა­ვად არა მხო­ლოდ სა­ვაჭ­რო, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ და ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც მე­ტყვე­ლებს, რაც სომ­ხეთ­თან ყო­ველ­თვის მჭიდ­რო იყო. თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია აღ­მო­ჩე­ნის კონ­ტექ­სტიც – არე­ა­ლი, რო­მელ­შიც ის აღ­მოჩ­ნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა, მოგ­ვი­თხრობს, თუ რა აკავ­ში­რებ­და ამ ცი­ხე­სი­მაგ­რეს­თან სა­ქარ­თვე­ლოს. ამ­ბერ­დის ციხე უნი­კა­ლუ­რი ნა­გე­ბო­ბაა, რო­მე­ლიც ზღვის დო­ნი­დან 2300 მეტრზე დგას და თა­ვის დრო­ზე სომ­ხე­თის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სტრა­ტე­გი­ულ-თავ­დაც­ვი­თი ძეგლი იყო. თა­მა­რის დროს კი სა­ქარ­თვე­ლოს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბის: ზა­ქა­რია და ივა­ნე მხარგრძე­ლე­ბის ხელ­ში გა­და­ვი­და და ასე დარ­ჩა ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვიდ­რე მონ­ღო­ლე­ბი და­არ­ბევ­დნენ…

მხარგრძე­ლე­ბი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბი იყ­ვნენ. რაც შე­ე­ხე­ბა ამ­ბერ­დის ცი­ხე­სი­მაგ­რეს, ამ მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა სომ­ხებ­მა VII სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­წყეს და დიდი თავ­დაც­ვი­თი და სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბაც მი­ე­ნი­ჭა…გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა


მსგავსი