„ცდილობთ ომში ჩაგვითრიოთ“ – ორბანი ზელენსკის — Cnoba
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილით მიმართავს. ვიქტორ ორბანი წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ბატონო პრეზიდენტო, ოთხი წელია, რუსეთ – უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის სუვერენული მთავრობისა და უნგრელი ხალხის პოზიციის მიღებას ვერ ახერხებთ. ოთხი წელია, ცდილობთ უნგრეთი თქვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის ომში ჩაითრიოთ. ამ დროის განმავლობაში, თქვენ ბრიუსელიდან და უნგრეთის ოპოზიციიდან მხარდაჭერა მიიღეთ. ასევე, ჩვენ ვხედავთ, თქვენი, ბრიუსელისა და უნგრეთის ოპოზიციის კოორდინირებულ ძალისხმევას, რათა უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული მთავრობა მოვიდეს“, – ნათქვამია წერილში. ორბანი წერს, რომ „უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი დაბლოკა, რომელსაც უნგრეთის ენერგომომარაგებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს“. „თქვენი… The post „ცდილობთ ომში ჩაგვითრიოთ“ – ორბანი ზელენსკის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.