ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის – „ცდილობთ უნგრეთი ომში ჩაითრიოთ“ — Cnoba

Alia სიახლე 26 Feb 2026, 07:33

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილით მიმართავს. ვიქტორ ორბანი წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ბატონო პრეზიდენტო, ოთხი წელია, რუსეთ – უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის სუვერენული მთავრობისა და უნგრელი ხალხის პოზიციის მიღებას ვერ ახერხებთ. ოთხი წელია, ცდილობთ უნგრეთი თქვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის ომში ჩაითრიოთ. ამ დროის განმავლობაში, თქვენ ბრიუსელიდან და უნგრეთის ოპოზიციიდან […] The post ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის – „ცდილობთ უნგრეთი ომში ჩაითრიოთ“ appeared first on .

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილით მიმართავს. ვიქტორ ორბანი წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ბატონო პრეზიდენტო, ოთხი წელია, რუსეთ – უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის სუვერენული მთავრობისა და უნგრელი ხალხის პოზიციის მიღებას ვერ ახერხებთ. ოთხი წელია, ცდილობთ უნგრეთი თქვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის ომში ჩაითრიოთ. ამ დროის განმავლობაში, თქვენ ბრიუსელიდან და უნგრეთის ოპოზიციიდან მხარდაჭერა მიიღეთ. ასევე, ჩვენ ვხედავთ, თქვენი, ბრიუსელისა და უნგრეთის ოპოზიციის კოორდინირებულ ძალისხმევას, რათა უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული მთავრობა მოვიდეს“, – ნათქვამია წერილში.

ორბანი წერს, რომ „უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი დაბლოკა, რომელსაც უნგრეთის ენერგომომარაგებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს“.

„თქვენი ქმედებები უნგრეთის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და უნგრელი ოჯახების უსაფრთხო და ხელმისაწვდომ ენერგომომარაგებას საფრთხეს უქმნის. ასე რომ, ანტიუნგრული პოლიტიკის შეცვლისკენ მოგიწოდებთ. ჩვენ, უნგრელი ხალხი, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი არ ვართ. ჩვენ ომში მონაწილეობა არ გვსურს. ჩვენ მისი დაფინანსება და ენერგომომარაგებისთვის მეტის გადახდა არ გვსურს. მოგიწოდებთ, „დრუჟბას“ ნავთობსადენი ახლავე გახსნათ და უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების წინააღმდეგ თავდასხმებისგან თავი შეიკავოთ“, – წერს ორბანი.

The post ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის – „ცდილობთ უნგრეთი ომში ჩაითრიოთ“ appeared first on .


რელევანტური