ბრიტანეთის ელჩი საგარეოში მივიდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი მივიდა, რომელიც უწყებაში დაიბარეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შესვლამდე დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა.
იხილე სრულად: mcm.ge ↗