დაღუპულია ორი ადამიანი, დაშავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე – ავარიის დეტალები — Cnoba

MegaTV სიახლე 26 Feb 2026, 07:57

ქობულეთში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ერთი პირი. შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე დილით მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა. დაშავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, იგი ქობულეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარის გამო ქობულეთის შემოვლითი გზის ნაწილი საპატრულო ეკიპაჟებს დროებით გადაკეტილი აქვთ.


რელევანტური