სიახლე

კათოლიკოს-პატრიარქი კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა

მედიაცენტრი

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოსა და მის თანმხლებ კათოლიკე სასულიერო პირებს შეხვდა. ეპისკოპოსმა ჯუზეპემ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას მიულოცა კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება და გამოხატა ორ ეკლესიას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების მზაობა. „კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა მილოცვისთვის და გაიხსენა ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს თბილი დამოკიდებულება ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისადმი. შეხვედრაზე ისაუბრეს ზნეობრივი ღირებულებებისა და ოჯახის პატივისცემის თაობაზე, ასევე ბიოეთიკის პრობლემებსა და თანამედროვე გამოწვევებზე, მშვიდობისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელოვაზე. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ხაზი გაუსვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, რომელიც წელს აღინიშნება“, – აღნიშნულია საქა…

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი