რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა — Cnoba
უსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინა დრონებითა და რაკეტებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსული შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენდა ქალაქი კრივი რიჰი. „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ერთი ადამიანი დაშავდა. რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა კიევშიც. უკრაინის დედაქალაქში დაზიანებულია კერძო სახლი და მრავალსართულიანი კორპუსი. რუსეთმა გასულ ღამეს აგრეთვე დაბომბა ზაპოროჟიეც. ზაპოროჟიეში დაზიანებულია კერძო სახლი, მრავალსართულიანი კორპუსი და ორი სავაჭრო ცენტრი. შვიდი ადამიანი დაშავდა. ღამე დაიბომბა აგრეთვე ხარკოვი. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, გვიან ღამით ქალაქში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსებმა დაბომბეს… The post რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.