სიახლე
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1700-ს გადააჭარბა
მედიაცენტრი
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1700-ს გადააჭარბა. ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 1719 ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, დაშავებულთა რაოდენობა 5034 ადამიანს აღწევს, ხოლო 15866 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. The post ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1700-ს გადააჭარბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.