,,ელენე ხოშტარიასთან მიმართებით მიმდინარე პროცესი აბსურდის თეატრს ემსგავსება” – გიორგი პატარიძე
პროცესი, რაც ელენე ხოშტარიასთან მიმართებით მიმდინარეობს, აბსურდის თეატრს ემსგავსება, ვინაიდან მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ, მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა. ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევების პასუხი უარყოფითია კონკრეტულად იმ დაავადებასთან მიმართებით, რომელზეც მსჯავრდებულს ჰქონდა ეჭვი და რომელზეც მისი მხარე აპელირებს. გიორგი პატარიძემ განმარტა, რომ მსჯავრდებულთან დაწესებულებაში პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ ყოფილა და ამისთვის მხოლოდ მინიმალური დოკუმენტაციის წარმოდგენაა საჭირო. „მოთხოვნილი იყო სავალდებულო, მინიმალური სახის დოკუმენტაცია, ეს მართლაც ღიმილის მომგვრელია – ეს იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი და ასევე, შესაბამისი დარგის… The post ,,ელენე ხოშტარიასთან მიმართებით მიმდინარე პროცესი აბსურდის თეატრს ემსგავსება” – გიორგი პატარიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →