სიახლე

მოქალაქე: მარტვილში, საწოლს მიჯაჭვულ 90 წლის ბებოს ლუკმაპურის ფული -30 ლარი მოუხსნეს

GuriaNews

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში მცხოვრებ 90 წლამდე მარგო ბებოს, რომელიც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საწოლსაა მიჯაჭვული, სოციალური მომსახურების სააგენტომ ყოველთვიური 30-ლარიანი ფულადი შემწეობა შეუწყვიტა, _ ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოხუცის მეზობლად მცხოვრები მოქალაქე ავრცელებს და უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. ​გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა სოციალური აგენტის მიერ ოჯახის ყოფითი პირობების ადგილზე გადამოწმება. პოსტის ავტორი დეტალურად […] The post მოქალაქე: მარტვილში, საწოლს მიჯაჭვულ 90 წლის ბებოს ლუკმაპურის ფული -30 ლარი მოუხსნეს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში მცხოვრებ 90 წლამდე მარგო ბებოს, რომელიც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საწოლსაა მიჯაჭვული, სოციალური მომსახურების სააგენტომ ყოველთვიური 30-ლარიანი ფულადი შემწეობა შეუწყვიტა, _ ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოხუცის მეზობლად მცხოვრები მოქალაქე ავრცელებს და უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

​გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა სოციალური აგენტის მიერ ოჯახის ყოფითი პირობების ადგილზე გადამოწმება. პოსტის ავტორი დეტალურად აღწერს იმ პროცესს, თუ როგორ მოხდა დეკლარაციის შევსება: ​„ალბათ, ჩემზე კარგად ის „ადამიანი“ აღწერს მას, რომელიც, როგორც მითხრეს, 1 საათის განმავლობაში იჯდა იმ ოთახის შუაში, სადაც უკიდურესი სიღარიბე აკაკუნებდა ყველა კარიდან, 1 საათი უყურებდა ბებოს, რომელიც იმასაც კი ვერ უშვებდა გონებაში, რა გადაწყვეტილებას იღებდა შარვალ-კოსტუმიანი „ადამიანი“. ბებოს მოუხსნეს 30-ლარიანი სოციალური დახმარება,“ _ აცხადებს მოქალაქე. ​ადგილობრივი მცხოვრებლები ხაზს უსვამენ მოხუცის კრიტიკულ ფინანსურ მდგომარეობას და მაგალითად მისი ყოველთვიური კომუნალური ხარჯები მოჰყავთ: ​

„ადამიანს, რომელიც დენის გადასახადს 2 ან 3 ლარს იხდის თვეში და თუკი, 3 ლარს გადასცდება, წუხს, რომ სხვა საჭიროებებისთვის აღარ ეყოფა ფული, ასეთ ადამიანს მოუხსნეს ეს „დახმარება“. არ იმსახურებდა, ალბათ, იმიტომ, რომ ერთი გარე ნათურის გარდა, შიგნითაც აუნთია…“ ​მიმართვის ავტორი მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ საწოლს მიჯაჭვული მოხუცის ბედით, ხელახლა შეისწავლონ საქმის გარემოებები და აღუდგინონ კუთვნილი სახელმწიფო შეღავათი: ​

„ვიცი, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არის, ვერც მოძებნი, რადგან რომ ეძებო, სადღაც ხომ უნდა იყოს. თუკი, არაფრის გეშინიათ, იმ თვალებისა და ცრემლების გეშინოდეთ, რომელიც ახლა, ამ წუთას ბებოს ჩამოსდის სახეზე,“ – ნათქვამია განცხადებაში. ​

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ან ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ოფიციალური განმარტება, თუ რა გახდა სოციალური სტატუსის შეცვლისა და დახმარების შეწყვეტის კონკრეტული საფუძველი, ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

The post მოქალაქე: მარტვილში, საწოლს მიჯაჭვულ 90 წლის ბებოს ლუკმაპურის ფული -30 ლარი მოუხსნეს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი