სიახლე
მარტვილში, კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი გადაარჩინეს
მედიაცენტრი
მარტვილში, 41 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, კრაზანის ნაკბენით გამოწვეულმა ანაფილაქსიურმა შოკმა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააგდო, მას პულსი და წნევა დაუვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზევე ხელახლა აამუშავა მისი გული, შემდეგ კი მარტვილის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმმა გიორგი ხორავამ პერსონალთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მამაკაცის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ოჯახი მადლობას უხდის სასწრაფო დახმარების ბრიგადას და სამედიცინო პერსონალს პაციენტის გადარჩენისთვის. The post მარტვილში, კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი გადაარჩინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.