სიახლე

ზელენსკიმ ტრამპთან ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების საკითხი განიხილა

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების საკითხი განიხილა. ზელენსკიმ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო. „ჩვენ ამის შესახებ პრეზიდენტ ტრამპთანაც ვისაუბრეთ. ჩვენი გუნდები ამაზე იმუშავებენ. იმედია, მოვახერხებთ და შესაბამისი ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიებს მივიღებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ. The post ზელენსკიმ ტრამპთან ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების საკითხი განიხილა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი