,,2026 წლის ბოლომდე Patriot-ებისთვის რაკეტების წარმოების შესაძლებლობა გვექნება” – ზელენსკი
,,გათვლა გვაქვს, რომ 2026 წლის ბოლომდე Patriot-ებისთვის რაკეტების წარმოების შესაძლებლობა გვექნება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკრაინა – სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა“ სამიტზე განაცხადა. „Patriot-ებისთვის ლიცენზიებზე ვმუშაობთ. შეთანხმება გვქონდა, როგორც სწორად თქვით, პოლიტიკური. გათვლა გვაქვს, რომ 2026 წლის ბოლომდე უკრაინული გუნდით ჩვენი რაკეტების, ჩვენი სიძლიერის ამერიკული რაკეტების, ტექნიკურად წარმოების შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინამ საფრანგეთთან და იტალიასთან მიაღწია შეთანხმებებს რაკეტების წარმოების განვითარებაზე საჰაერო თავდაცვის ევროპული სისტემებისთვის. The post ,,2026 წლის ბოლომდე Patriot-ებისთვის რაკეტების წარმოების შესაძლებლობა გვექნება” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →