სიახლე

სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა კიდევ ერთი პატარა სიცოცხლე გადაარჩინა

მედიაცენტრი

დახმარების შესახებ შეტყობინება თემქის III მიკრორაიონის V კვარტლის №16 კორპუსიდან შემოვიდა. ადგილზე მისულ ეკიპაჟს რთული სიტუაცია დახვდა, კერძოდ კნუტი 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე არსებულ საჰაერო მილში იყო ჩავარდნილი. რთული პირობებისა და შეზღუდული წვდომის მიუხედავად, სააგენტოს ეკიპაჟებმა, ორდღიანი სამაშველო სამუშაოების შედეგად, კნუტის უსაფრთხოდ ამოყვანა შეძლეს. გადარჩენილი კნუტი მუნიციპალურ თავშესაფარშია გადაყვანილი, სადაც მას ყველა საჭირო ვეტერინარული პროცედურები ჩაუტარდება. ამასთან, თავშესაფარში ის უზრუნველყოფილი იქნება სათანადო პირობებით, ვიდრე მისთვის მოსიყვარულე და პასუხისმგებლიანი ოჯახი მოიძებნება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განსაკუთრებულ მადლობას უხდის მოქალაქეს, რომელმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და აქტიურად იყო ჩართული სამაშველო პროცესში. ცხოველებთან დაკავშირებული… The post სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა კიდევ ერთი პატარა სიცოცხლე გადაარჩინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი