სიახლე

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი ორი კნუტი გადაარჩინეს

მედიაცენტრი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა, თემქაზე, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი ორი კნუტი გადაარჩინა. ,,ეკიპაჟმა შეტყობინებაზე დროულად მოახდინა რეაგირება და კნუტების ადგილმდებარეობა ოპერატიულად დაადგინა. რამდენიმე საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ისინი უსაფრთხოდ ამოიყვანეს. განსაკუთრებით ემოციური იყო ის ფაქტი, რომ კნუტების დედა მთელი სამაშველო ოპერაციის განმავლობაში იქვე ელოდებოდა მათ გადარჩენას. მაშველებმა კნუტები მათი ბინადრობის არეალში დააბრუნეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მათზე მზრუნველ მოქალაქეს დროული რეაგირებისათვის. ცხოველების დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის – 112-ის მეშვეობით” – ნათქვამია ცოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციაში. The post ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი ორი კნუტი გადაარჩინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი