ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჩიხლაძე საქმეზე “გრიფით საიდუმლო მოხსნას“ ითხოვს
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი გიორგი გელხაური საქმეზე “გრიფით საიდუმლოს” მოხსნას ითხოვს. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა. „რა საიდუმლო ინფორმაცია, ან ასეთის შემცველი დოკუმენტი გადასცა ირაკლი ჩიხლაძემ საკონტაქტო პირს? ქვეყნის ინტერესების დაზიანება რაში გამოიხატა? კითხვები დავსვი, რომელიც ეხებოდა იმას, თუ რა საიდუმლო ინფორმაცია ან შემცველი დოკუმენტი გადასცა საკონტაქტო პირს, ან ქვეყნის ინტერესების დაზიანება რაში გამოიხატებოდა, მაგრამ პასუხი ვერც ამ შემთხვევაში მივიღე. არც ერთი პუნქტი, რომელსაც სსკდ-ის 314-ე მუხლი – ჯაშუშობა ითვალისწინებს, ირაკლი ჩიხლაძის მიერ არ დარღვეულა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და… The post ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჩიხლაძე საქმეზე “გრიფით საიდუმლო მოხსნას“ ითხოვს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →