ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძე პატიმრობაში რჩება
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. სხდომა სასამართლოში დახურულ რეჟიმში ჩატარდა, რომელსაც თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ჩიხლაძე 30 მაისს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, იგი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით სადაზვერვო ქსელს მართავდა, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ჩიხლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძე პატიმრობაში რჩება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →