სიახლე

„ბალტიის ქვეყნების ცა უსაფრთხო აღარ არის“ – ლიეტუვის პრეზიდენტი

მედიაცენტრი

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ბალტიის ქვეყნების ცა უსაფრთხო აღარ არის. აღნიშნული განცხადება ნაუსედამ ვილნიუსში ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „დღეს ბალტიის ქვეყნების ცა აღარ არის საკმარისად უსაფრთხო. ჩვენ მუდმივად მზარდ წნეხს ვუპირისპირდებით – უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრითა და ელექტრონული შეფერხებებით დაწყებული, საინფორმაციო თავდასხმებით და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მიმართ საბოტაჟის მუქარით დასრულებული. ეს ევროპის უსაფრთხოების ახალი რეალობაა“, – განაცხადა ნაუსედამ. The post „ბალტიის ქვეყნების ცა უსაფრთხო აღარ არის“ – ლიეტუვის პრეზიდენტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი