სიახლე

პოლონელთა 78% რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ბალტიის ქვეყნების დახმარებას ემხრობა

Alia

პოლონეთში Radio Zet-ის დაკვეთით IBRiS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ პოლონელთა 77.8% რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დახმარებას ემხრობა. გამოკითხულთა 47.5%-მა ბალტიის ქვეყნების დახმარებას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა, 30.3%-მა კი თქვა, რომ დახმარებას უფრო მეტად ემხრობა, ვიდრე – ეწინააღმდეგება. ამას გარდა, აღნიშნული ქვეყნების დახმარების წინააღმდეგი 16.1% იყო, ხოლო კითხვაზე პასუხი 6.1%-მა ვერ გასცა. ბალტიის ქვეყნების დახმარებას პოლიტიკური […] The post პოლონელთა 78% რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ბალტიის ქვეყნების დახმარებას ემხრობა appeared first on .

პირველწყარო →

პოლონეთში Radio Zet-ის დაკვეთით IBRiS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ პოლონელთა 77.8% რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დახმარებას ემხრობა.

გამოკითხულთა 47.5%-მა ბალტიის ქვეყნების დახმარებას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა, 30.3%-მა კი თქვა, რომ დახმარებას უფრო მეტად ემხრობა, ვიდრე – ეწინააღმდეგება. ამას გარდა, აღნიშნული ქვეყნების დახმარების წინააღმდეგი 16.1% იყო, ხოლო კითხვაზე პასუხი 6.1%-მა ვერ გასცა.

ბალტიის ქვეყნების დახმარებას პოლიტიკური ცენტრის მხარდამჭერთა 92% ემხრობა. ამ ფონზე, მემარცხენე შეხედულებების მქონე რესპონდენტებს შორის მხარდაჭერა 75%, მემარჯვენეებს შორის კი 73% იყო.

ქვეყანში გამოკითხვა პოლონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და მთავარი ოპოზიციური პარტია “კანონი და სამართლიანობის” საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის, მარიუშ ბლაშჩაკის განცხადების შემდეგ ჩატარდა.

კითხვაზე, უნდა დაეხმაროს თუ არა პოლონეთი რუსეთის მიერ თავდასხმის შემთხვევაში ბალტიის ქვეყნებს, ბლაშჩაკმა პირდაპირი პასუხი არ გასცა.

გამოკითხვა 4-5 სექტემბერს, სატელეფონო ინტერვიუების გზით, 1 068 ადამიანისგან შემდგარ წარმომადგენლობით ჯგუფში ჩატარდა

The post პოლონელთა 78% რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ბალტიის ქვეყნების დახმარებას ემხრობა appeared first on .


მსგავსი