სიახლე

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 90 ადამიანი ემსხვერპლა

მედიაცენტრი

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 90 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, შანსის პროვინციაში მდებარე „ლიუშენიუს“ მაღაროში გაზის აფეთქება პარასკევს საღამოს მოხდა, რა დროსაც მაღაროში 247 მუშა იმყოფებოდა. როგორც მედია წერს, მაღაროს მართვაზე პასუხისმგებელი კომპანიის ხელმძღვანელები დაკავებულები არიან. ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დაშავებულების დასახმარებლად და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობისას ძალისხმევა არ დაიშურონ. The post ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 90 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი