შუქრუთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა – კომპანია საწარმოო ტრავმას გამორიცხავს — Cnoba
შუქრუთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 25 მარტს მოხდა, თუმცა ინფორმაცია მომხდარის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. “გარდაიცვალა CMC-ის ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის თანამშრომელი. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამუშაო ცვლა უკვე დასრულებული იყო და დასაქმებულები იმყოფებოდნენ მაღაროს სამგზავრო-სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასხდომის ადგილზე. ცნობისთვის, ეს არის ადგილი, სადაც თანამშრომლები იკრიბებიან მაღაროს გვირაბში სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასაჯდომად, რათა მაღაროს ზედაპირზე ამოვიდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯეირან ალსანდია მოულოდნელად ცუდად გახდა და მიწაზე დაეცა. ადგილზე მალევე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელმაც გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირა”- ნათქვამია ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია CMC-ის განცხადებაში. კომპანიის ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევაში საწარმოო ტრავმას… The post შუქრუთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა – კომპანია საწარმოო ტრავმას გამორიცხავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.