სიახლე

ლუვრის ძარცვაზე ფილმს გადაიღებენ

მედიაცენტრი

ლუვრის გაძარცვის შესახებ საფრანგეთში მხატვრულ ფილმს გადაიღებენ. ფილმი დაეფუძნება დოკუმენტურ გამოძიებასა და ჟურნალისტების – ჟან-მიშელ დეკიუჟის, ჟერემი ფამ-ლესა და ნიკოლა ტორენის წიგნს, რომელიც 27 მაისს გამოვა. ჯერჯერობით შემქმნელები დეტალებს საიდუმლოდ ინახავენ: უცნობია როგორც სამსახიობო შემადგენლობა, ისე სურათის სათაური. წინასწარი მონაცემებით, პრემიერა 2028 წლისთვის არის დაგეგმილი. სიუჟეტს საფუძვლად ხმაურიანი ძარცვა დაედება, რომელიც 2025 წლის 19 ოქტომბერს მოხდა. მაშინ 4 ადამიანი ლუვრის აპოლონის გალერეაში შეიჭრა, ვიტრინები გატეხა და ისტორიული ღირებულების ცხრა საიუველირო ნაკეთობა მოიპარა. The post ლუვრის ძარცვაზე ფილმს გადაიღებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი