სიახლე

მედია: რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს – არიან დაჭრილები და დაღუპულები

Timer

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს. იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას ცნობით, რუსულმა ძალებმა დარტყმები არტილერიისა და დრონების გამოყენებით განახორციელეს. ალექსანდრ განჟას განცხადებით, რუსებმა ნიკოპოლის რაიონულ ცენტრს დაარტყეს, რის შედეგადაც, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მაღაზია და კერძო სახლები დაზიანდა. Source

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი