სიახლე

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყა

მედიაცენტრი

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა იერიში ქალაქ კამიანსკეში საწარმოზე მიიტანეს, რის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. დნეპროპეტროვსკის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრ განჟას ცნობით, 5 სექტემბერი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა. ასევე, რუსების იერიშის შედეგად კიევის ოლქის ქალაქ ბორისპოლში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. The post რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი