სიახლე

ზელენსკი და ფიცო ორმხრივ ვიზიტებზე შეთანხმდნენ

GuriaNews

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ერევანში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება იყო, _ იუწყება “დოიჩე ველე”. ფიცო, როგორც ცნობილია, კიევისთვის ევროკავშირის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წინააღმდეგია, თუმცა, ეს მაშინ ხდებოდა, როცა ევროკავშირში უნგრეთს მაშინდელი ლიდერი, პუტინის აშკარა მხარდამჭერი ვიქტორ ორბანი წარმოადგენდა. ფიცო და ორბანი შეთანხმებულად მოქმედებდნენ, და ბლოკავდნენ უკრანის დახმარებას […] The post ზელენსკი და ფიცო ორმხრივ ვიზიტებზე შეთანხმდნენ appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ერევანში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება იყო, _ იუწყება “დოიჩე ველე”.

ფიცო, როგორც ცნობილია, კიევისთვის ევროკავშირის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წინააღმდეგია, თუმცა, ეს მაშინ ხდებოდა, როცა ევროკავშირში უნგრეთს მაშინდელი ლიდერი, პუტინის აშკარა მხარდამჭერი ვიქტორ ორბანი წარმოადგენდა. ფიცო და ორბანი შეთანხმებულად მოქმედებდნენ, და ბლოკავდნენ უკრანის დახმარებას და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს. გაბედავს თუ არა ფიცო, გააგრძელოს მსგავსი პოზიცია ორბანის გარეშე, მალე გამოჩნდება.

„უკრაინა ღიაა სლოვაკეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის და დაინტერესებულია ძლიერი ურთიერთობების განვითარებით“, _ დაწერა ზელენსკიმ სოციალურ მედიაში ორშაბათს, 4 მაისს, მოლაპარაკებების შემდეგ.

მისი თქმით, მან და ფიცომ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა განიხილეს და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზეც ისაუბრეს.

„მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და მზადაა დაეხმაროს ამ გზაზე“, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ჩვენ განვიხილეთ კიევსა და ბრატისლავაში ვიზიტების გაცვლის“, – თქვა ზელენსკიმ.

The post ზელენსკი და ფიცო ორმხრივ ვიზიტებზე შეთანხმდნენ appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი