,,სლოვაკეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციას მხარს უჭერს” – ფიცო
,,სლოვაკეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრების ამბიციას მხარს უჭერს”, – დაწერა პრემიერმა რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში. „მე მას დავუდასტურე, რომ სლოვაკეთი მხარს უწერს უკრაინის ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან სლოვაკეთს სურს, რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა იყოს. მე ასევე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში სამშვიდობო შეთანხმება უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია“, – წერს ფიცო. როგორც სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, ის და ზელენსკი ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. The post ,,სლოვაკეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციას მხარს უჭერს” – ფიცო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →