სიახლე

წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

GuriaNews

ბათუმში საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული მ.ი. ბათუმში დააკავეს. დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი […] The post წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ბათუმში საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული მ.ი. ბათუმში დააკავეს.

დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი