სიახლე

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

GuriaNews

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1974 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს. მ.ი. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის გამოყენებით ფულადი თანხის გატაცების ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ი. ბათუმში დააკავეს. ამჟამად, […] The post პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე  1974 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.

მ.ი. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის გამოყენებით ფულადი თანხის გატაცების ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ი. ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი