„მთავარია, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ტერიტორიად დარჩეს“ -ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც დონბასისთვის „დონილენდის“ გადარქმევის იდეას ეხებოდა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს „დონილენდის“ ტერმინი არ გამოყენებულა. „მოლაპარაკებებში არ გამოყენებულა სხვა ტერმინები, გარდა „დონეცკის რეგიონი“, „ლუგანსკის რეგიონი“, „ჩვენი დონბასი“ ან „უკრაინის ტერიტორია“. არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ამას ადასტურებს. ჩემი აზრით, მთავარია, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ტერიტორიად დარჩეს და „პუტინლენდი“ არ გახდეს. ეს, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მანამდე, „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი მომლაპარაკებლები გამოდიოდნენ შეთავაზებით, დონბასის ნაწილს „დონილენდი“ ეწოდოს. გამოცემის ცნობით, ისინი ამგვარად ცდილობდნენ ტრამპის… The post „მთავარია, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ტერიტორიად დარჩეს“ -ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →