,,მალე ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ“ – დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, პოლიციის აკადემიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანის დამარცხების შემდეგ ჰორმუზის სრუტის შეერთებული შტატების ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ტრამპის თქმით, ვაშინგტონმა სრუტეში საზღვაო ბლოკადა დააწესა და აშშ-ის თანხმობის გარეშე იქიდან ვერცერთი გემი ვერ გადაადგილდება. „მას შემდეგ, რაც ირანს დავამარცხებთ, რომელიც ძალიან მძიმედ მარცხდება, მალე ჰორმუზის სრუტეს შეერთებული შტატების ტერიტორიად გამოვაცხადებ“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა. მან ირანი მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველ სპონსორად მოიხსენია და დასძინა, რომ თეირანისთვის ბირთვული იარაღის ფლობის უფლების მიცემა დაუშვებელი იყო, რის გამოც შექმნილი სამხედრო ძალების გამოყენება გახდა საჭირო. The post ,,მალე ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ“ – დონალდ ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →