სიახლე

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

MegaTV

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ამიერიდან საპროტესტო აქცია ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიდან გაიმართება და არ დანებდებიან, ვიდრე დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო მედიკამენტს არ შემოიტანს ქვეყანაში. როგორც აქციის მონაწილე მშობლებმა განაცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისცა მითითება, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ სკვერში კარვები არ გაშალონ და 24-საათიანი პროტესტის ვადა შეამცირონ. […]

პირველწყარო →

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი თქმით, ამიერიდან საპროტესტო აქცია ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიდან გაიმართება და არ დანებდებიან, ვიდრე დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო მედიკამენტს არ შემოიტანს ქვეყანაში.

როგორც აქციის მონაწილე მშობლებმა განაცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისცა მითითება, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ სკვერში კარვები არ გაშალონ და 24-საათიანი პროტესტის ვადა შეამცირონ. მათი თქმით, აღნიშნული მითითება არაკონსტიტუციური და უკანონოა.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების თქმით, „სახელისუფლებო მედიამ იმ პრეპარატზე, რომლის შემოტანასაც ითხოვენ, ცრუ ინფორმაცია გაავრცელა“ და მხოლოდ მედიკამენტის უარყოფით თვისებებზე მიაწოდა ინფორმაცია საზოგადოებას. მათი შეფასებით. ხელისუფლება „საკუთარი უსუსურობის გადაფარვას“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანით ცდილობს.

მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ითხოვენ შეხვედრას, რათა აღნიშნულ პრობლემაზე გაესაუბრონ და მოთხოვნები პირადად გააცნონ.

ისინი ადგილზე სახალხო დამცველის მოსვლასაც ითხოვენ, რადგან, მათივე თქმით, ომბუდსმენმა აქციის მონაწილე მშობლების უფლებები უნდა დაიცვას.


მსგავსი