სიახლე

“დაგვითმეთ ეთერი!” – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუს

Alia

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ: დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მოგმართავთ საზოგადოებას რომ შემოგვიერთით ყოველ ორშაბათს 17:00 სახელმწიფო კანცელარიის წინ და ასევე ყოველდღიურ პროტესტში, რათა სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა და მოვითხოვოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვცა მითითება რომ კანცელარიის წინ არსებულ სკვერში კარვები არ გავშალოთ და 24 საათიანი პროტესტის ვადა შევამციროთ (https://shorturl.at/JbXZS […] The post “დაგვითმეთ ეთერი!” – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუს appeared first on .

პირველწყარო →
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ:
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მოგმართავთ საზოგადოებას რომ შემოგვიერთით ყოველ ორშაბათს 17:00 სახელმწიფო კანცელარიის წინ და ასევე ყოველდღიურ პროტესტში, რათა სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა და მოვითხოვოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვცა მითითება რომ კანცელარიის წინ არსებულ სკვერში კარვები არ გავშალოთ და 24 საათიანი პროტესტის ვადა შევამციროთ (https://shorturl.at/JbXZS )
ეს მითითება არის არაკონსტიტუციური და უკანონო. სახელმწიფო კანცელარიის წინ მდებარე ტერიტორია არის სკვერი, სადაც ხალხის შეკრება და პროტესტი არავის არაფერში ხელს არ უშლის. კიდეც რომ უშლიდეს, სასიკვდილოდ დაავადებული ბავშვების მშობლებს გვაქვს ამ ფორმით მივაწვდინოთ ჩვენი ხმა სახელმწიფოს და საზოგადოებას. ამიტომ დღეს სამ საათზე ამ მითითებებს სასამართლოში გავასაჩივრებთ. მოვუწოდებთ სახალხო დამცველს რომ მოვიდეს აქციაზე და დაიცვას ჩვენი უფლებები.
პარალელურად, შევიტანთ საჩივარს პროკურატურაში პოლიციის უკანონო მითითებებზე და მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას შეკრება მანიფესტაციის უფლების განხორციელების ხელის შეშლის გამო (სსკ. 161-ე მუხლი).
მოვუწოდებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაგვითმოს დრო, მოიწვიოს ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები და საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე და მოვისმინოთ ხელისუფლების პასუხი.

The post “დაგვითმეთ ეთერი!” – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუს appeared first on .


მსგავსი