სიახლე

,, მაესტრო რობიკო სტურუამ კიდევ ერთხელ შეძლო ის, რაც დიდ ხელოვანებს ძალუძთ” – აჩიკო ბერიძე

Alia

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონი რობიკო სტურუას სპექტაკლს – “ვეფხისტყაოსანი”, რომლის პრემიერაც რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. გულწრფელად ვიტყვი – შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მინდა მივულოცო არა მხოლოდ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს, არამედ მთლიანად ქართულ თეატრს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. არჩილ ბერიძის განცხადებით, “ვეფხისტყაოსნის” სპექტაკლი არის […] The post ,, მაესტრო რობიკო სტურუამ კიდევ ერთხელ შეძლო ის, რაც დიდ ხელოვანებს ძალუძთ” – აჩიკო ბერიძე appeared first on .

პირველწყარო →

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონი რობიკო სტურუას სპექტაკლს – “ვეფხისტყაოსანი”, რომლის პრემიერაც რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. გულწრფელად ვიტყვი – შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მინდა მივულოცო არა მხოლოდ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს, არამედ მთლიანად ქართულ თეატრს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ ბერიძის განცხადებით, “ვეფხისტყაოსნის” სპექტაკლი არის ქართული იდენტობის, სულისა და კულტურის მეხსიერების საოცარი აღდგენა.

“დღეს 14 აპრილია — ქართული ენის დღე. ქართული ენა არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველი და ეროვნული ღირსების საზომი — ეს არის ღირებულება, რომელსაც დავიცავთ ყველგან და ყოველთვის, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.

მანამ, სანამ პოლიტიკურ განცხადებაზე გადავალ, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონი რობიკო სტურუას სპექტაკლს — “ვეფხისტყაოსანი”, რომლის პრემიერაც რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

გულწრფელად ვიტყვი – შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მინდა მივულოცო არა მხოლოდ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს, არამედ მთლიანად ქართულ თეატრს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება.

ეს არ არის უბრალოდ სპექტაკლი – ეს არის ქართული იდენტობის, ქართული სულის, ჩვენი კულტურული მეხსიერების საოცარი აღდგენა და გააზრება სცენაზე.

დიდი შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების – “ვეფხისტყაოსნის” ასეთი მასშტაბით და სიღრმით გაცოცხლება არის არა მხოლოდ ხელოვნების აქტი, არამედ ეროვნული თვითშეგნების კიდევ ერთი ძლიერი გამოხატულება.

ეს იყო დიდი დაბრუნება – არა მხოლოდ რუსთაველის თეატრის, არამედ მთლიანად ქართული თეატრის. მე ვიტყოდი, ეს არის ერთგვარი თავიდან დაბადება. მაესტრო რობიკო სტურუამ კიდევ ერთხელ შეძლო ის, რაც დიდ ხელოვანებს ძალუძთ – მან სცენაზე არა მხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს, წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა მათ დიდი შემოქმედების გზა,”- განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

The post ,, მაესტრო რობიკო სტურუამ კიდევ ერთხელ შეძლო ის, რაც დიდ ხელოვანებს ძალუძთ” – აჩიკო ბერიძე appeared first on .


მსგავსი