სააგენტო "პარალელი"
“ვინმე არაქოცს რომ დაედგა ეგეთი ვეფხისტყაოსანი, რაც სტურუამ დადგა, გამოცხადებოდა დიფ სთეითის შეთქმულებად ერის მეობის და ტრადიციების წინააღმდეგ…” – ნინო ჯანგირაშვილი
ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ირონიულ მოსაზრებებს გამოთქვამს, თუ რა პოზიციებს დააფიქსირებდნენ მმართველი პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები, სხვა რეჟისორის მიერ “ვეფხისტყაოსანის” თეატრალური დადგმის შემთხვევაში:
რეებს ვუყურებ და რეები მესმის…
ვინმე არაქოცს რომ დაედგა ეგეთი ვეფხისტყაოსანი, რაც სტურუამ დადგა, გამოცხადებოდა დიფ სთეითის შეთქმულებად ერის მეობის და ტრადიციების წინააღმდეგ, ღვთის გმობად, ენა, მამული, სარწმუნოების შებღალვად, ჯვაროსნულ ბრძოლად საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ;
გურამ მაჭარაშვილი და სოზარ სუბარი დაწერდნენ კანონს თეატრებში სუს-ის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ;
ზარქუა ბრიფინგზე შეჭმუხნიდა წარბებს და დაიქუხებდა პატრიოტულებს და ა.შ.
მაგრამ, რადგან სტურუა ქოცია გადავრჩით ამ დიდ დრამას
თქვენ მეისპეთ ქოცებო
P.S. სამსახურიდან სახლისკენ გზაში ფანტაზიებმა წამიღო და სრული სურათი წარმოვიდგინე:
გრეჩიხა გვეტყოდა, რომ არ აგვარევინებს;
წულუკიანი ჩვენი რაობის და მეობის არსის დამდგენ კომისიას შექმნიდა;
ბაჩო და გური იტყოდნენ, რომ ეს არის ტრანსცენდენტურ დეკადენსში ჩაძირული დასავლეთის ბოლო კუდის მოქნევა საქართველოში;
რამიშვილი იქვე ბოყინით დასძენდა, რომ ყველა უნდა ჩაიპიზდოს, ვინც ამ კუდის კუდია;
კიდევ იმდენი რამე წარმოვიდგინე წერა მეზარება. მოკლედ, მაგარი გადარჩენილები ვართ.))“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
“ვინმე არაქოცს რომ დაედგა ეგეთი ვეფხისტყაოსანი, რაც სტურუამ დადგა, გამოცხადებოდა დიფ სთეითის შეთქმულებად ერის მეობის და ტრადიციების წინააღმდეგ…” – ნინო ჯანგირაშვილი
პარალელი