მოსაზრება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კომენტარი სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე

Alia

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევების შესახებ დასმულ კითხვაზე, “ნეტგაზეთს” პასუხობს და ამბობს: 2025 წლის 14 იანვარს, შემდეგ კი 27 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას მიუთითა, რომ აფგან სადიგოვი არ უნდა იქნეს გადაყვანილი აზერბაიჯანში, სანამ სასამართლოში მიმდინარე წარმოება არ დასრულდება,” – განუცხადეს “ნეტგაზეთს” სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახურში. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის […] The post ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კომენტარი სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე appeared first on .

პირველწყარო →

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევების შესახებ დასმულ კითხვაზე, “ნეტგაზეთს” პასუხობს და ამბობს:

2025 წლის 14 იანვარს, შემდეგ კი 27 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას მიუთითა, რომ აფგან სადიგოვი არ უნდა იქნეს გადაყვანილი აზერბაიჯანში, სანამ სასამართლოში მიმდინარე წარმოება არ დასრულდება,” – განუცხადეს “ნეტგაზეთს” სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახურში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ 5 აპრილს, გამთენიისას მიიღო. მის ექსტრადიციას აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.

სადიგოვი თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული პოზიციის გამო იდევნება და ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. პატიმრობის პერიოდში სადიგოვი 141 დღე შიმშილობდა.

The post ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კომენტარი სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე appeared first on .


მსგავსი