სიახლე

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

News.ge

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი გვიან ღამით დააკავეს. ღამის 4 საათზე კი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მისი ექსტრადირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. სადიგოვის დაკავების შესახებ ცნობა მისმა მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ გაავრცელა. სადიგოვის მეუღლის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს სამაშველო სამსახური ჟურნალისტის სახლის კარის […]

პირველწყარო →

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი გვიან ღამით დააკავეს. ღამის 4 საათზე კი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მისი ექსტრადირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
სადიგოვის დაკავების შესახებ ცნობა მისმა მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ გაავრცელა. სადიგოვის მეუღლის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს სამაშველო სამსახური ჟურნალისტის სახლის კარის შენგრევას. მეუღლის განცხადებით, კარის შენგრევის შემდეგ სადიგოვი ძალის გამოყენებით დააკავეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი დაკავების მიზეზი “სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტი” გახდა.
რა დაწერა სოციალურ ქსელში სადიგოვმა?
მის დაკავებას საფუძვლად დაედო 1-ელ აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა:
პოსტის არაოფიციალური თარგმანია: “იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და “პაგონების” სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.”
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე აქვეყნებს პოსტს, რის გამოც მოხდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავება. მისი თქმით, “პოლიციის შესახებ პოეტური კრიტიკაც სამართალდარღვევა ყოფილა ჩვენს ქვეყანაში”.
“სასამართლოში -ს პოსტის თარიღი არასწორედ ქონდა მოხმობილი და პოსტი ოფიციალურად ქართულ ენაზეც არ ქონდა ნათარგმნი.
პოლიციის შესახებ პოეტური კრიტიკაც სამართალდარღვევა ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ცხადია, რომ ეს ამბავი და საქმე მხოლოდ საბაბი იყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ”, — წერს თამთა მიქელაძე
შსს-ს განცხადება
შსს-ს ცნობით, ჟურნალისტი “თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით” დააკავეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ, დაიწყეს შესაბამისი საქმის წარმოება.აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზეა დაკავებულიაფგან სადიგოვი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით, 4 აპრილს დააკავეს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.აფგან სადიგოვი წარდგება სასამართლოს წინაშე, სადაც ზეპირ სხდომაზე მოსამართლე იმსჯელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სახდელის დაკისრებაზე”, — წერს შსს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებადამცველი ორგანიზაციის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება ღამის 4 საათზე მიიღო”, რაც “მიზანმიმართული სპეცოპერაციაა ამ ადამიანის მიმართ”.
“მოსამართლე, თორნიკე ქოჩქიანმა პროცესზე არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს არ დაურთო მისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი.სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის მეუღლესა და შვილებს პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ ევროპაში და მის მიღებას შესაბამისი ქვეყანა ასევე შეძლებდა. შესაბამისად, ჩვენ ვამტკიცებდით, რომ მას შეეძლო ნებაყოფლობით დაეტოვებინა ქვეყანა და ეს შანსი სასამართლოს მისთვის უნდა მიეცა.ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის.ამდენი ხნის განმავლობაში აფგან სადიგოვს საქართველოს დატოვების საშუალებას არ აძლევდა სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რის გამოც მანამდე თავშესაფრის პროცედურების დაწყება ფორმალურად შეუძლებელი იყო.სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოსა და კონვენციის ასეთი ხარისხის შერყევა ბოლო წლების არც ერთ საქმეში არ მინახავს.ეს არის კატასტროფა. ეს არის მიზანმიმართული სპეცოპერაცია ამ ადამიანის წინააღმდეგ.დააკვირდით:1-ელ აპრილს აზერბაიჯანმა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა. 2 აპრილს ეს ინფორმაცია მიაწოდეს აფგან სადიგოვს. 3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა. 4 აპრილს აფგან სადიგოვი დააკავეს და რამდენიმე საათში აზერბაიჯანს გადასცემენ.ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ორი ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან”, — წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.
როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე სევინჩ სადიგოვა აცხადებდა, რომ ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
მეტი აფგან სადიგოვის შესახებ წაიკითხეთ აქ.
საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები აფგან სადიგოვს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”: ჟურნალისტი აფგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის გამო ჯამში 275 000 ლარით დააჯარიმა აფგან სადიგოვს, გზის გადაკეტვის ბრალდებით, 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აფგან სადიგოვი: არ ვაპირებ გირაოს გადახდას აფგან სადიგოვი: “პარტიას “ქართული ოცნება” რომ დაარქვეს, ქართველების ოცნება არასდროს იქნება დიქტატურა” აფგან სადიგოვი თავისუფალია — 17 აპრილს SJC სადიგოვთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს SJC: სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს საერთო სასამართლოებმა აფგან სადიგოვი უკანონო პატიმრობაში დატოვეს SJC: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. ჟურნალისტი [161-ე დღეს] შიმშილობას წყვეტს SJC: აფგან სადიგოვი 159 დღეა, შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა აფგან მუხთარლი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
კომენტარები
გადახედვა
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო
ერთი წუთის წინ
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო
გადახედვა
“თითქმის მივედით” — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
16 საათის წინ
“თითქმის მივედით” — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
გადახედვა
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
3 აპრილი, 15:02
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა
3 აპრილი, 14:54
Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა
საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
3 აპრილი, 14:37
საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
3 აპრილი, 14:04
ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
გადახედვა
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
3 აპრილი, 13:40
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
გადახედვა
: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით
3 აპრილი, 13:30
ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით
გადახედვა
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
3 აპრილი, 13:18
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
გადახედვა
: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [-სთან], რატომ უშლი ხელს?
3 აპრილი, 13:13
მიხეილ ყაველაშვილი: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [აშშ-სთან], რატომ უშლი ხელს?
გადახედვა
არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე
3 აპრილი, 12:58
არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე
გადახედვა
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
3 აპრილი, 12:40
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
გადახედვა
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
3 აპრილი, 12:12
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
3 აპრილი, 11:59
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
გადახედვა
ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ
3 აპრილი, 11:44
ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ
გადახედვა
გამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს?
3 აპრილი, 11:40
გამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს?
გადახედვა
მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს
3 აპრილი, 11:24
მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს
გადახედვა
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
3 აპრილი, 10:09
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
გადახედვა
“ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს” — აშშ-სთან ურთიერთობებზე
3 აპრილი, 10:06
“ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს” — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
3 აპრილი, 10:00
ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
გადახედვა
ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო
3 აპრილი, 09:48
ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო
კვირის ტოპ-5
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა754 ნახვა
“მასე შენს ყოფილებს ესაუბრე” — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას667 ნახვა
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან547 ნახვა
მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს533 ნახვა
მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს438 ნახვა
გირჩევთ
ცნობილი ადამიანები
არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო
არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
პოლიტიკა
საქართველოში ირანის ელჩი ამბობს, რომ 1-ელ აპრილს საგარეო უწყებას დაუკავშირდა და შეხვედრა გამართა
საქართველოში ირანის ელჩი ამბობს, რომ 1-ელ აპრილს საგარეო უწყებას დაუკავშირდა და შეხვედრა გამართა
გადახედვა
საზოგადოება
უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა
უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა
გადახედვა
პოლიტიკა
მამუკა ფიფია: რუსეთთან დიალოგის პლატფორმად უნდა შეირჩეს ბელარუსი
მამუკა ფიფია: რუსეთთან დიალოგის პლატფორმად უნდა შეირჩეს ბელარუსი
გადახედვა
კულტურა
სერიალები, რომლებიც აპრილში გამოდის
სერიალები, რომლებიც აპრილში გამოდის
გადახედვა
საზოგადოება
მთავარეპოსკოპოსი ზენონი: “მე მყავს ჩემი კანდიდატები, ვინც -ს მოჰყვებიან ადრეული დროიდან, მათ შორის ავარჩევ”
მთავარეპოსკოპოსი ზენონი: “მე მყავს ჩემი კანდიდატები, ვინც ილია II-ს მოჰყვებიან ადრეული დროიდან, მათ შორის ავარჩევ”
გადახედვა
ცნობილი ადამიანები
“მივხვდი, რომ ჩემი ადამიანია”, — ზენდეია ტომ ჰოლანდზე
“მივხვდი, რომ ჩემი ადამიანია”, — ზენდეია ტომ ჰოლანდზე
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით კონკურსი ისაუბრე ფულზე — ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე იწყება
ბაზისბანკის მხარდაჭერით კონკურსი ისაუბრე ფულზე — ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე იწყება
საზოგადოება
მოინიშნე 25 აპრილი — არქი იასამნების პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
მოინიშნე 25 აპრილი — არქი იასამნების პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
გადახედვა
საზოგადოება
საქსტატი: თევზეული გაძირებულია 21.2%-ით, ხილი — 13.4%-ით, პური და ხორცი 9.6%-ით, ზეთი —7.7%-ით
საქსტატი: თევზეული გაძირებულია 21.2%-ით, ხილი — 13.4%-ით, პური და ხორცი 9.6%-ით, ზეთი —7.7%-ით
ახლა კითხულობენ
გაეცანით დათო ტურაშვილის ბლოგს ბებიების შესახებ, ქართული ლიტერატურიდან — , განათლების მთავარი მხარდამჭერი
3 აპრილი, 07:49
საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, რომლებიც ბებიებს მიეძღვნა, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში სპეციალური თაროები…
ქალაქის მერი ალბათ კიდევ გვეტყვის, რომ მისი კომპეტენცია არ არის — სალომე ზურაბიშილი უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი 3.5 მლნ-ის მოპარვაზე
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სინოდის დღევანდელ კრებაზე შესაძლოა საპატრიარქო კანდიდატის  ასაკსა და განათლებაზეც იმსჯელონ
ოლივია როდრიგო 3 წლის შემდეგ ახალი ალბომით ბრუნდება


მსგავსი