სიახლე

პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა

მედიაცენტრი

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ცოლისძმას, ვასილ მხეიძესა და ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი უთხრა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ სამივე მათგანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა. საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ერთ ბრალდებულთან – თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან გაფორმდება. პროკურორ ანი ლეკიაშვილის განმარტებით, ღუდუშაურმა გამოძიებასთან პირველივე დღეებიდან ითანამშრომლა, ბურჭულაძემ კი შეთანხმების თხოვნით უწყებას მხოლოდ 26 მარტს, დასკვნითი სიტყვების ეტაპზე მიმართა. The post პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი