გაუფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება ბურჭულაძეს – რას ამბობს პროკურორი
პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავასა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. შესაბამისად, პროკურატურა მათ საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ სასამართლო სწორ და სამართლიან განაჩენს გამოიტანს. ამასთან, დამნაშავედ ცნობს ჯუანშერ ბურჭულაძეს და სამართლიან სასჯელს განუსაზღვრავს. პროკურორის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძეს უნდა ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება. მათ შორის, ესპანეთში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე საქართველოში – დაბა-წყნეთში… The post გაუფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება ბურჭულაძეს – რას ამბობს პროკურორი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →