“მტრის რამდენიმეთვითმფრინავი განადგურდა”- ირანი
“ირანში ჩარჩენილი მფრინავის პოვნის მიზნით აშშ-ის მიერ განხორციელებული მისიის დროს მტრის რამდენიმეთვითმფრინავი განადგურდა”- ინფორმაცია „ირანის რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსმა“ გაავრცელა. „ერთობლივი ოპერაციის დროს (საჰაერო-კოსმოსური, სახმელეთო ძალები, სახალხო ქვედანაყოფები, ბასიჯი და პოლიციის სარდლობა) მტრის თვითმფრინავები განადგურდა“, – განაცხადა „ირანის რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსმა“. ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის „ხატამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ჩამოგდებულ თვითმფრინავებს შორის იყო C-130 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი, ასევე Black Hawk-ის ტიპის ორი ვერტმფრენი. The post “მტრის რამდენიმეთვითმფრინავი განადგურდა”- ირანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →