,,ივნისში ჩვენმა თავდაცვის ძალებმა მტრის 200 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს” – უკრაინის თავდაცვის მინისტრი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილ ფედოროვის განცხადებით, ივნისში ქვეყნის თავდაცვის ძალებმა მტრის კუთვნილ 200 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. მინისტრის თქმით, ლოგისტიკაზე დარტყმების რაოდენობა კვლავ იზრდება, შეხების ხაზიდან 50 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმების რაოდენობა კი თითქმის გაორმაგდა. მან უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ივნისში მიღწეულ რეკორდებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებმა ივნისში მტრის საარტილერიო დანადგარების რეკორდული რაოდენობა დააზიანეს, ასევე მოიგერიეს 49 575 დრონი და ვერტმფრენი – რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია და ასევე დაამყარეს აბსოლუტური რეკორდი მტრის ავტომობილებისა და მოტოციკლების განადგურებაში. The post ,,ივნისში ჩვენმა თავდაცვის ძალებმა მტრის 200 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს” – უკრაინის თავდაცვის მინისტრი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →